მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 18 წლის ქალიშვილი, დევა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამჯერად მოდელმა შვეიცარული გლამურული ჟურნალის, Schön!-ის მაისის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ჟურნალის მთავარ ფოტოზე მას „კარტიეს“, მწვანე თვლებით გაფორმებული ყელსაბამი ამშვენებს. მეორე ფოტოში კი მას შავი, მაქმანებიანი კაბა აცვია.
ცნობისთვის, გასულ თვეს დევა „დოლჩე და გაბანას“ ახალი არომატის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
მილანის ქუჩებში აცეკვებული დევა კასელი „დოლჩე და გაბანას ახალი არომატის რეკლამაში
18 წლის დევა კასელი მუმბაიში „დიორის“ ნახევრად გამჭვირვალე ულამაზეს კაბაში ბრწყინავდა
პარიზული გლამურით შთაგონებული – დევა კასელის უახლესი ზღაპრული ფოტოსესია