მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი, დევა უკვე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. გოგონა უკვე არაერთი გლამურული გამოცემების გარეკანზე მოხვდა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დევას ყოველი ფოტო გამორჩეული და განსაკუთრებულია.
ამჯერად ვარსკვლავი ბრიტანული გამოცემის Wonderland-ის გარეკანზე მოხვდა. გადაღებები ნამდვილად ზღაპრული გამოვიდა. დევამ ჰაეროვანი ლუქები მოირგო. მთავარ ფოტოზე მას „დიორის“ ფატა და „კარტიეს“ სამკაულები ამშვენებს. ფოტოსესიის თემატიკა პარიზული გლამურით იყო შთაგონებული.
მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი, დევა კასელი ცნობილი ფოტოგრაფის მისტიკურ ფოტოსესიაში
მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი დევა კასელი „დიორის“ შოუზე ბრწყინავდა
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის შვილი, 18 წლის დევა Jacquemus-ის ჩვენებაზე პარიზში