ზაზა შენგელია „იმედის დღეს“ ესტუმრა და ნუცა ბუზალაძის წარმატებაზე და ამერიკულ შოუბიზნესზე ისაუბრა.
„ამერიკული ბაზარი დღეს წამყვანია. „ევროვიზიამ“ ამდენი სახე ვერ აღმოაჩინა, როგორც „ამერიკის ვარსკვლავმა“. ბევრი სახე შეგვიძლია დავასახელოთ, მაგალითად, ჯენიფერ ჰადსონი და ადამ ლამბერტი. მათ არ მოუგიათ კონკურსი, მაგრამ სერიოზული კარიერა გაიკეთეს. ნუცა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხვდა ათეულში, მას მინდა ვუთხრა, რომ მას დიდი შანსი აქვს. ნუცას მთავარი ლობი იყო ლაიონელ რიჩი, მასთან უფრო ახლოს არის ის მუსიკა, რასაც მღერის ნუცა.
ამერიკული ბაზარი ძალიან რთულია. შარშან ამ კონკურსის ფინალში ორი ქანთრის მომღერალი გავიდა. წელსაც ათიდან ხუთი ქანთრის მომღერალია. ხმის მიმცემებიც არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც „ამერიკა უპირველესია“ და არ უნდათ კონკურსში არაამერიკელი. მათგან წამოვიდა ნეგატიური კომენტარები.
იმიტომ არ ვამბობ, რომ ნუცაა – ბავშვობიდან ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახულია.
გუშინ დედამისს ველაპარაკებოდი და არ ვიცოდი ეს – თურმე მათემატიკაში იყო ძალიან ძლიერი, ოქროს მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო სკოლაში სწავლის დროს. როცა ადამიანს მათემატიკური აზროვნება აქვს ადამიანს, სხვანაირი ლოგიკა აქვს და ყველაფერს სხვანაირად ალაგებს… 25 წლის ასაკში ადამიანმა მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ყოველთვის სწორ გათვლას აკეთებს. მას არავინ ჰყავს, არც პროდიუსერი და არც მენეჯერი. მე მისი თხოვნით ჩავები მის პიარკამპანიაში…“