„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ნუცა ბუზალაძის გაცნობა მოინდომა Grammy-ის მფლობელმა უძლიერესმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Stevie J-იმ.
ამასთან, შენგელია აღნიშნავს, რომ ნუცამ „ბრავო რექორდსში“ 2019 წელს ჩაწერა სიმღერა სახელწოდებით „Prayer“, რასაც Stevie J-ის მეუღლე, ცნობილი R’n B მომღერალი ორიგინალში ასრულებს.
„ეს ულამაზესი გოსპელი – „Prayer“, ჩემი დაჟინებული თხოვნით, ნუცამ თავის სადებიუტო CD ალბომზე მუშაობისას ჩაწერა „ბრავო რექორდსში“ 2019 წელს…
? რამოდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც მას American Idol-ში ფანტასტიკური გამოსვლები ჰქონდა, ნუცას გაცნობა მოინდომა Grammy-ის მფლობელმა უძლიერესმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Stevie J-იმ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ პროდიუსერის მეუღლე არის ცნობილი R’n B მომღერალი Faith Evans, რომელიც ორიგინალში ასრულებს ამ შესანიშნავ სიმღერას????❤️?
? დასკვნა: Very Small World“ – წერს ზაზა შენგელია.
ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა