ქართველი მომღერლის ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას, ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ჟიურის წევრების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ჟიურის წევრები გაოცებას ვერ მალავდნენ და აღნიშნეს, რომ ნუცა უკვე ვარსკვლავია.
„არ შეიცვალო! შენ ყოველთვის ნუცა იქნები“- განაცხადა კეტი პერიმ.
„დაივიწყე ციფრები… 1, 5, 7, 10, 12. ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ ხარ ვარსკვლავი“, – განაცხადა ლაიონელ რიჩიმ.
ცნობისათვის, სამწუხაროდ, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მეგაპროექტს გამოეთიშა, რადგან მომდევნო ტურში გასასვლელად მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.