ნუცა ბუზალაძე, რომელიც სამწუხაროდ, „ამერიკის ვარსკვლავს“ გამოეთიშა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ნუცა წერს, რომ ის შედეგი, რაც დადო, მისთვის და მისი ყველა გულშემატკივრისთვის უკვე გამარჯვებაა, ვინაიდან „ამერიკის ვარსკვლავის“ ისტორიაში ნუცა ერთადერთი უცხოელია, ვინც პროექტში მონაწილეობა მიიღო.

ნუცა გვპირდება, რომ ამიერიდან, უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გავიგებთ მის სახელს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის სცენაზე ცეცხლი დაანთო – ქართველმა მომღერალმა QUEEN-ის ცნობილი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა

„მეგობრებო,

ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი

ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცედენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი, რაც მივიღეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება!

დიდი მადლობა თქვენ – ჩემს გულშემატკივრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს – საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!!

დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს „ნუცა“ ან #nutsfornutsa ს😝♥️

მიყვარხართ“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა

„უზარმაზარი ყრუ კედელი გაანგრია და მსოფლიოს უმსხვილესი, წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე დაფიქსირდა – მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა“ – რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე

„ნუცამ ეს შოუ მოიგო! – მადლობა, რომ ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისტორია დაწერე“ – ამერიკაში მცხოვრები ნინი წიკლაური

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები