LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთობლივად გადავწყვიტეთ, რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე“ – აშშ-ის საელჩო განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო NATO-ს სამხედრო სწავლებაში

127
აშშ-ის საელჩო მცველი 23-ზე

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში „მცველი 2023“ (Defender 2023).

საელჩოს განცხადებით, აშშ-მა ქართულ მხარესთან ერთად გადაწყვიტა, რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართულიყო:

„სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ - ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“ – ბურჭულაძე განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო NATO-ს წვრთნებში „მცველი 23“

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ კონკრეტული სწავლების გამოტოვებაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს.

„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.

2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit“ და „ღირსეული პარტნიორი“ და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა.“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პენტაგონის ცნობით, აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას ზრდის – შეერთებული შტატების და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი გზავნილები

ცნობისთვის, „მცველი 23“ [Defender 23] არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნებს მოიცავს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება – 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.

 

mazda magti 5g