LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს უსაფრთხოების ბალიში სახიფათო?

674

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ბალიში ადამიანს ტრავმებისა და ლეტალური შედეგისგან იცავს, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ უსაფრთხოების ბალიში უფრო დამატებითი ატრიბუტია, მთავარი კი, მაინც უსაფრთხოების ღვედია, რადგან სწორედ ის იცავს ადამიანს ძლიერი დარტყმის დროს, როგორც აირბაგის გახსნის ისე მისი ჩაფუშვის შემდეგ.

შეჯახების ან ამობრუნების დროს, მძღოლს და მგზავრებს, ავტომობილიდან გადმოვარდნისგან მხოლოდ ღვედი დაიცავს და არა ბალიში, ზუსტად ისე როგორც უკნიდან შეჯახების დროს, ბალიში ნაკლებად ეფექტურია და მხოლოდ ღვედის იმედზე შეიძლება ყოფნა.   

უსაფრთხოების ბალიშის ეფექტურობა რამდენიმე წუთს გრძელდება და სივრცის მოცულობითაც იზღუდება, მაშინ როცა ღვედი აკავებს ადამიანს სავარძელში და იმ მდგომარეობაში ტოვებს, რომელშიც უნდა იყოს ის ბალიშის გაშლის მომენტში. გამომდინარე აქედან, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება აუცილებელია და მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მცირე შეჯახების დროსაც კი, გახნის დროს ბალიშს ისეთი ძლიერი დარტყმა აქვს, რომ ღვედის გარეშე მყოფი ადამიანმა თავისუფლად შეიძლება მიიღოს ცხვირის ტრავმა და დარჩეს კბილების გარეშე.

თუმცა, აირბაგი საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, მაშინაც როცა ადამიანი ღვედითაა დაფიქსირებული. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი და მგზავრები ეწევიან, არაა გამორიცხული ანთებულმა სიგარეტმა ბალიშთან შეხებისას მცირე აფეთქება გამოიწვიოს. არ არიან დაცული ისინიც, ვინც სათვალეს ატარებს, რადგან გატეხილმა მინამ თავისუფლად შეიძლება მიაყენოს ტრავმა მის მფლობელს და დაუზიანოს მხედველობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები