LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კანკავა: „ბოლო გამოსვლის დროს, როცა ხმის დათვლა დაიწყო, გულმა ვეღარ გამიძლო, გავთიშე ლაივი და შედეგი მოგვიანებით გავიგე…“

2039
ნუცა ბუზალაძე

ჟურნალ„ სარკეს“ ესაუბრება ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა, რომელიც შვილის ამერიკულ თავგადასავალსა და დიდ წარმატებას საქართველოდან დიდი მღელვარებით ადევნებდა თვალს.

ნინო კანკავა: 

„ნუცა ყოველთვის თავად მამხნევებდა, დედა, შენ არ ინერვიულოო, ასე იწყებოდა ჩვენი საუბარი, თუმცა ამას საუბარიც არ ერქვა, წუთიერად გადმორეკავდა, მომეფერებოდა, მომიბოდიშებდა, რომ დრო არ ჰქონდა. სულ ეს იყო. მეც, ისევე, როგორც ყველა, მხოლოდ კონცერტის ლაივის დროს ვიგებდი შედეგებს.

ნუციკოს მამა და მთელი ნათესაობა  გახარებულები არიან. ისინიც ისე განიცდიდნენ, როგორც მე და შეიძლება, უფრო მეტადაც, რადგან ნუცას მამა ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია. მამა-შვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, სხვანაირად არც შეიძლება იყოს…

ბოლო გამოსვლის დროს, როცა ხმის დათვლა დაიწყო, გულმა ვეღარ გამიძლო, გავთიშე ლაივი და შედეგი მოგვიანებით გავიგე. არასდროს მინერვიულია ასე. მართლა არ ვიცი, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს!

ნუცამ ჟიურის წევრები საქართველოში დაპატიჟა. არ ვიცი, გვექნება თუ არა ბედნიერება, რომ ისინი ჩამობრძანდნენ და ვუმასპინძლო, რადგან მათ წლობით ადრე აქვთ გაწერილი დღის წესრიგი. თუ ამერიკელ მაყურებელს მოეწონა ნუცას გამოსვლები, გაუჩნდა სურვილი საქართველოს გაცნობის და აქ ჩამოსვლის, ე.ი. ნუცამ წარმატებას მიაღწია…“

ვიდეო: „არ ვიცოდი წინასწარ ნუცა ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას თუ აპირებდა…მიმალავდა” – ნინო კანკავა

ნინო კანკავა: „ნუცა 4 წლის ასაკში შუაღამისას წამოხტებოდა და სიმღერას იწყებდა… მე მორჩილად ვუსმენდი, რადგან ვიცოდი, რამდენად უნდოდა სიმღერა…“

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის დედა: „წმინდა გიორგის კუნძულზე, მამათა მონასტერში ჩაფიქრებული ბევრი სურვილი აგვიხდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g