ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა რუსთავი 2-ის შუადღის გადაცემის ეთერში შვილის შესახებ საუბრობს.
როგორც ნინო აღნიშნავს, არ იცოდა, რომ ნუცამ „ამერიკის ვარსკვლავში” საბუთები გააგზავნა.
„ამ პროექტში საბუთები რომ გააგზავნა არ ვიცოდი. 6-7 კასტინგი გაიარა ონლაინ და სულ ცდილობდა არ გამეგო. ნუცა ყოველთვის ასე იყო, სანამ შედეგს არ დადებს, არ მეუბნება, რომ არ ვინერვიულო. ძალიან მიფრთხილდება, მინდა რომ მის გვერდზე ვიყო და გავამხნეო.
ნუცასთან ყოველთვის ვმეგობრობდი, ბავშვებს ბევრი სიყვარული სჭირდებათ. ყველაზე მთავარია, რომ მან არ მოგატყუოს და მისი ნდობა დაიმსახურო”, – საუბრობს ნინო კანკავა.
შეგახსენებთ, ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.