LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში.. მჯერა, რომ გამოსავალს ვიპოვი“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი

253
Untitled design

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 3-4 წელია, მის ცხოვრებაში რთული პერიოდია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამის შესახებ სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ 3 წელია, იდაყვის ტრავმა აწუხებს:

„დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, რომ ჩემს გულშემატკივრებს მცირე სიახლის შესახებ ვუთხრა.

ბოლო 3-4 წელიწადი ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში..

ბოლო 3 წელია, იდაყვის ტრავმას ვებრძვი. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირას ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამ და გამოსავლის პოვნას ვცდილობ.

კორტზე გასვლა ყოველ ჯერზე მიწევდა აუტანელი ტკივილით, რომელიც მაკარგვინებდა ენერგიას, თავდაჯერებულობას და მართმევდა სიამოვნებას, რომელსაც ჩოგბურთის თამაში ვიღებდი.

მე მაინც არ ვნებდები, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, რომ გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ჩოგბურთელის სტატუსს კომენტარებში მისი გულშემატკივრებიც ეხმიანებიან და სპორტსმენს ამხნევებენ:

„აუცილებლად დაბრუნდები, დარწმუნებული ვარ. გვჯერა შენი. წარმატებები მუდამ ნიკა“, – წერენ კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g