LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის ტყეებში ბიზონებს დააბრუნებენ

164
Bison-Wisent-shutterstock_567442909

შვედეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ადგილობრივ ტყეებში ბიზონების დაბრუნების შესაძლებლობას იკვლევს. მეცნიერები გეგმავენ, რომ 1100 ჰექტრის ფართობის მასივში რამდენიმე ცხოველი გაუშვან, წერს SLU.

შემდეგ სპეციალისტები დააკვირდებიან, თუ რა გავლენას იქონიებს ბიზონების ბუნებრივ პირობებში დაბრუნება ზოგადად ბუნებაზე. საინტერესო იქნება, თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ ცხოველებს ადგილობრივ სახეობებთან, შეძლებენ თუ არა საკვების მოძიებას და როგორ იმოქმედებს მათზე ადგილობრივი სოფლის მეურნეობა,
დაკვირვება წლის ბოლომდე გაგრძელდება და წარმატების შემთხვევაში ბიზონებს შვედეთის სხვა ტყეებშიც დაასახლებენ.

გარეული ბიზონები შვედეთში XI საუკუნიდან გადაშენდნენ. ამ დროისთვის ქვეყანაში 100-მდე ერთეული ცხოვრობს და ისინი პარკებში, კერძო ნაკრძალებსა და ზოოპარკებში არიან გადანაწილებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები