LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ცნობით, ზელენსკის „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიმართვაზე უარი უთხრეს – რას აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში

308
ფორტუნა - 2023-05-12T114552.998

მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს კონკურსის ფინალში აუდიტორიისადმი მიმართვაზე. ზელენსკის სურდა, რომ 13 მაისს „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის ვიდეოკავშირით მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.

კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ხელმძღვანელებმა უარი იმით ახსნეს, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა და მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება.

ოფიციალურ განცხადებაში ერთ-ერთ მთავარ პრინციპად დასახელებულია კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი, რაც გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს საუკეთესო გზაა, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ამ მძიმე დროს მუსიკით ვართ გაერთიანებული“. – აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროვიზია 2023“ უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra გაიმარჯვა. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

 

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი კი არ ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიმართვა სურდა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგი ნიკიფოროვი ფეისბუკზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში, ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის წინადადებით.

 

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ეხმაურება კონკრეტულად გამოცემა The Times-ის ინფორმაციას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის ვიდეოკავშირით მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.

ცნობისთვის, „ევროვიზიის“ ნახევარფინალი 10-11 მაისს გაიმართა. კონკურსანტებს ხმას მაყურებლები აძლევდნენ. ფინალში გავიდნენ: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია.

ფინალში ვერ გავიდა საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი.

„ევროვიზია 2023-ის” მეორე ნახევარფინალის ათი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

ვიდეო: „საქართველო მიყვარხარ” – ირუ ხეჩანოვის შთამბეჭდავი გამოსვლა „ევროვიზია 2023-ზე”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g