2016 წლის I/O კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პლატფორმა Daydream და ვირტუალური რეალობის ამსახველი მოწყობილობის – Gear VR ესკიზები.
თავად გაჯეტი, როგორც ჩანს, შემოდგომაზე Nexus-ის სმარტფონებთან ერთად წარსდგება მსოფლიოს წინაშე.
ინსაიდერების ინფორმაციით, Gear VR არაა გათვლილი სმარტფონებთან კონკურენციისთვის.
როგორც ცნობილია, Google არ გამოირჩევა ძალიან ძვირადღირებული სმარტფონებით, შესაბამისად აღნიშნული მოწყობილობაც შეიძლება ჩვეულებრივი ,,მოკვდავებისთვის’’ მისაღებ ფასად გამოჩნდეს მსოფლიო ასპარეზზე.
მიუხედავად ყველაფრისა, ზოგი გამოცემის ინფორმაციით პროექტი დაიხურა, რადგან Google თავს იკავებს HTC Vive-ის, Oculus Rift-ისა და PlayStation VR-ის კონკურენციისგან.