LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან – ბავშვთა ქირურგი გოგა ბახტაძე მიზეზებსა და გამოსავალზე

333
გოგა-ბახტაძე

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, რა ძირითადი მიზეზი არსებობს და როგორია გამოსავალი – ამ თემაზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგა ბახტაძემ ისაუბრა.

„ნაწლავურ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა ეს ნაწლავური მასებიც არის თხიერი, როდესაც პაციენტს აქვს დიარეა და სისხლთან გარეულია მომწვანო მასები, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ. , თუმცა ბავშვთა ასაკში სისხლდენის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს და ხშირადაც მოგვმართავენ ამ პრობლემით, მაგრამ, საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში, მიზეზი მსუბუქი არის ხოლმე და არ მოიცავს სასიცოცხლო რისკებს. უმეტეს შემთხვევაში, გასინჯვის შემდეგ, ირკვევა ხოლმე, რომ სისხლდენის მიზეზი ყაბზობის ფონზე განვითარებული უმნიშვნელო ნახეთქი არის ხოლმე, რაც ადვილად ინახება ექიმის მიერ სწორი ნაწლავის დათვალიერებით და აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ადვილად მოგვარებადია, მას არც სტაციონარში დაწვენა სჭირდება და მით უმეტეს, არც ოპერაციული ჩარევა. ბავშვს უბრალოდ ენიშნება ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ნახეთქის ადვილად შეხორცებას. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენის ბერად საყურადღებო მიზეზებიც არსებობს. ექიმმა, სისხლის ფერის მიხედვითაც შეიძლება ივარაუდოს, თუ რა ნაწილიდან ხდება სისხლდენა, წვრილი ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან თუ კუჭიდან. მაგალითისთვის, კუჭიდან და თორმეტგოჯადან განვითარებული სისხლდენა ყოველთვის შავია და პაციენტს ამ დროს შავი ფერის ნაწლავური მასები აღენიშნება. წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს უფრო მუქი, შინდისფერი სისხლი არის ხოლმე. ეს სისხლდენა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა მოგვცეს, ყველაზე გავრცელებული კი წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს მეკელის დივერტიკულიდან სისხლდენაა. მეკელის დივერტიკული გახლავთ პატარა წანაზარდი ნაწლავზე, რომელიც ნორმით არ უნდა იყოს და ის 1000-დან მხოლოდ 2-3 ბავშვს აქვს. შეიძლება, ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერ გაიგოს, რომ მეკელის დივერქტიკული აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, რომ მან სისხლდენა გამოიწვიოს. ეს არის რუდიმენტული ორგანო, რომელიც შეიცავს ისეთ შემადგენლობას, კუჭის და პანკრეასის უჯრედებს, რომელთაც, წესით, იმ ადგილას ნაწლავი არ უნდა შეიცავდეს, ამიტომ ის წყლულდება, ზიანდება ლორწოვანი სისხლძარღვები და მოდის სისხლი.

ნაწლავთა გაუვალობა ბავშვებში – გოგა ბახტაძე საშიში პათოლოგიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე

წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება თვითონ გაუვალობამაც მოგვცეს. ნაწლავის გაუვალობის ერთ-ერთი სახეობაა ინვაგინაცია, რა დროსაც ნაწლავი ნაწლავში იჭედება და მასაც თან ახლავს სისხლდენა.

გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას და ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს მეკელის დივექტრიკულიდან სისხლდენაც, წვრილი ნაწლავიდან სისხლდენაც და ინვაგინაციაც.

არის მსხვილი ნაწლავიდან არსებული სისხლდენები, რომელთაც ახასიათებთ არა მუქი, არამედ უფრო ღია, ალისფერი, ჟოლოსფერი სისხლი და შეიძლება, გამოწვეული იყოს ნაწლავის პოლიპით. ასეთ დროს ბავშვს არ აქვს ყაბზობა, არ უჭირს დეფეკაცია, არც ტკივილი აქვს, არც ნახეთქი, მაგრამ გაუგებარი მიზეზით მაინც არის ღია ფერის სისხლი. ამ დროს უნდა ვივარაუდოთ პოლიპზე და ბავშვს უნდა ჩავუტაროთ კვლევა, კოლონოსკოპია. პოლიპის მოცილება ენდოსკოპიურად კოლონოსკოპიის ჩატარების დროსაც შეიძლება მოხდეს, მას არ სჭირდება ოპერაცია მუცლის გახსნით“ – განაცხადა გოგა ბახტაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g