LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წამი არ წარმომიდგენია უშენოდ.. მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა” – თაკო ცქვიტინიძის ემოციური მილოცვა მეუღლეს

994
ნიკუშა-ფაიქრიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი, თაკო ცქვიტინიძე, რომელიც კოლეგაზე, ნიკა ფაიქრიძეზე გასულ წელს დაქორწინდა, მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს.

თაკო მეუღლეს მადლობას უხდის, იმისთვის, რომ სამყარო სხვა თვალით დაანახვა.

„16 მაისი ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. დღეს ჩემი ბიჭი დაიბადა. ძალიან ნიჭიერი მსახიობი, ნიჭიერი პოეტი. ყველაზე კარგი ადამიანი.  საუკეთესო ქმარი, კარგი მეგობარი. მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა. ბიჭი, რომელმაც სამყარო სხვა თვალით დამანახვა.

ბიჭი, რომელმაც მასწავლა სიყვარული. ბიჭი, რომელიც ჩემი მოტივაციაა, ჩემი იმედი და ძალიან მეამაყება და მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთია. მინდა, რომ უბედნიერესი იყოს. ძალიან წარმატებული და ჯანმრთელი. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვიზამ, რომ ასე იყოს. გილოცავ, ჩემო სიცოცხლე. არც ერთი წამი არ წარმომიდგენია უშენოდ. უამრავი რამის თქმა მინდა.  მაგრამ შენ უთქმელადაც ყველაფერი იცი. მიყვარხარ“. – წერს თაკო ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თაკო ცქვიტინიძემ და ნიკა ფაიქრიძემ გასული წლის ოქტომბერში იქორწინეს.

ფოტო, ვიდეო: თაკო ცქვიტინიძე ქორწილის ფოტოებს გვიზიარებს

„მადლობა განგებას, რომ შენი თავი შემახვედრა.. პირველად ვიგრძენი ფრაზა – „ბედნიერების გაზიარება“, დაუვიწყარი დღე იყო გუშინ“ – თაკო ცქვიტინიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

 

 

16 მაისი ჩემთვის განსაკუთრებული დღეაააა???დღეს ჩემი ბიჭი დაიბადაააა?ძალიან ნიჭიერი მსახიობი?ნიჭიერი პოეტი✍?ყველაზე კარგი…

Posted by თაკო ცქვიტინიძე on Monday, May 15, 2023

 

„მადლობა განგებას, რომ შენი თავი შემახვედრა.. პირველად ვიგრძენი ფრაზა – „ბედნიერების გაზიარება“, დაუვიწყარი დღე იყო გუშინ“ – თაკო ცქვიტინიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ფოტო, ვიდეო: თაკო ცქვიტინიძე ქორწილის ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g