LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბასტი ბუბუ ხდება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილი

156
ფორტუნა - 2023-05-17T150832.670

„ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტიბუბუა მართლა“, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

ელისაშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს გარკვევა, ოპოზიციიდან ვინ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.

„ძალიან სამარცხვინოა“ – ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

„დიდი ბასტი ბუბუ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა.

მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ახლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტიბუბუა მართლა“. – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.

„ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა“ – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე 

მელია: „არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს, პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს“

იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა.. ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო – ჰერმან საბო 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g