LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი – „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“

371
fot (3)

„ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო,” – ასე გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, „ყველანი საცოდავები ვართ, ისეთი ხალხის ხელში აღმოვჩნდით.”

კობახიძე ბერძენიშვილზე: „გახსოვთ რა ილაპარაკა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი – საცოდავია და თავისი პრობლემები აქვს“

„ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი, მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცნობილი ფსიქოლოგიური საკითხი „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“, საცოდავი მე და მაგას შორის ვინ არის, მე ძალიან კარგად ვხედავ. დიახ, მე საცოდავი ვარ და ყველანი საცოდავები ვართ, ისეთი ხალხის ხელში აღმოვჩნდით. მაგრამ უნდა შევახსენო ბატონ ირაკლის, რომ ადამიანის და პიროვნების შეფასების კრიტერიუმები არსებობს – ზოგს აფასებენ იმის მიხედვით, რა გააკეთა, ზოგს ბიოგრაფიაში რა აქვს, ზოგს რა დაწერა, რა გამოაქვეყნა“ – აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g