„ჯერ მე მგონი არც არავის უჩვენებია, ხომ, ის ოცი კაცი. რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა, როგორც ჩანს, მათი ღიმილი, თან ღიმილი როგორი იყო ესეც დააკონკრეტა“, – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ის ოცი კაცი გუშინ ლევან ბერძენიშვილის სახლთან მართლაც რომ ყოფილიყო, მას ამის გადაღებას ვერავინ დაასწრებდა“:
„მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და, მე მგონი, ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს.
„იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ“ – ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა
„გადაცემა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს, 250 000 ნახვა აქვს, 6 ენაზეა თარგმნილი - ვიღაცამ დღეს ნახა და ჩათვალა, რომ მე უნდა დავისაჯო“, - განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.
მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს.
ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა, გახსოვთ, ასევე, აკაკი წერეთელზე, ასევე დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ასევე თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც – ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. წარსულზე და ისტორიაზე ხაზის გადასმას ცდილობს და აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს, გასაკვირი არ არის.
საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას აქვს ორი მიზეზი – ერთი ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე – ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.