LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით განიხილება ორი ვარიანტი – „რესპუბლიკური საავადმყოფოს” რეაბილიტაცია ან ახალი კლინიკის აშენება

163
89706607-3175393965826657-8171105212543533056-n-1651049589

პარლამენტში „მინისტრის საათის” ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა მიმართა „რესპუბლიკური საავადმყოფოს” საკითხით.

მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ კლინიკის შენობის ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გამოსავალი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთშია.

„საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღება, როგორც არსებული მდგომარეობიდან, ასევე ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. მოხდება ორი პროექტის შედარება – როგორც არსებული შენობის რეაბილიტაციის, გამაგრებითი სამუშაოებით და გადაკეთებით, რა არის საჭირო თანამედროვე კლინიკისთვის, ასევე – ახალი კლინიკის აშენების. შესაბამისად, რომელიც იქნება უფრო მიზანშეწონილი და გონივრული, ამის მიხედვით გავაკეთებთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g