LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა – ვის შეეძლება სკრინინგის პროგრამაში ჩართვა

635
რესპუბლიკური საავადმყოფო

თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.

ინფორმაციას „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგში ჩართვა 45-75 წლის ასაკის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

„ადრეულ დიაგნოსტიკას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.
ფილტვის კიბოს სკრინინგში ჩართვა 45-75 წლის ასაკის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

თუ ხართ 45-დან 75 წლამდე მწეველი ან თავი დაანებეთ მოწევას, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თქვენთვის კომპიუტერული ტომოგრაფია უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალ დოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია(LDCT), რაც ნიშნავს, რომ გამოსხივების დოზა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი გულმკერდის CT კვლევისას. ეს სწრაფი, არაინვაზიური და უმტკივნეულო კვლევაა, რომელიც ფილტვების დეტალურ გამოსახულებას გვაძლევს და დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, რაც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ნუ გადადებთ, ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამაში დღესვე, თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი ღირებულებაა! გამოკვლევის მონაცემებს შეაფასებენ ჩვენი კლინიკის წამყვანი რადიოლოგები 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილებით: ვახტანგ შელია –
თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, ნუგზარ ლიპარტელიანი –
თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი, გრიგოლ ნემსაძე –
განყოფილების ხელმძღვანელი, თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკვშირდით: (032) 219 32 33
219 32 33. მისამართი: ქ.თბილისი. ვაჟა-ფშაველას გამზ. N29, E-mail: [email protected]“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები