LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს“ – კახა კალაძე

179
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს – კახა კალაძემ ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცედურა, პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“. – თქვა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g