რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი ავიარეისის დაშვებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო
„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი დასვა“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტში“.
ცნობისათვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულების გაცემის შემდეგ, დღეს თბილისის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაჯდა.
ამ წუთებში აეროპორტში იმყოფებიან მოქალაქეები, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოსკოვიდან ავიარეისების შესრულებას აპროტესტებენ. „არა რუსულ ფრენებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
Despite the opposition of the Georgian people, Russia has landed its unwelcome flight in Tbilisi#No2Flights2Russia ?✈️
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 19, 2023