LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

157
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წელი იყო გასული

ვიდეო: „რუსები წაიყვანეთ ბიჭო, ჩვენ ნუ გვაკავებთ“ – ნიკა მელია თანამებრძოლებთან ერთად გვიან ღამით ყვარელში ჩავიდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის წევრები იმყოფებიან

მელია: ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – რუსთაველის გამზირზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით დღეს 18:00 საათზე აქცია იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები