LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში“ – ირაკლი კობახიძე

216
ირაკლი კობახიძე

„თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში“, – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტს, რომლებიც კახეთში ქორწილის გადახდას გეგმავდნენ.

კობახიძის განმარტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია თითოეული უწყებისთვის.

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს – როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არდარღვევა.

ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენ გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის“, – თქვა კობახიძემ.

„მე-19 საუკუნეში ბევრად მეტი ხოშტარია და ზურაბიშვილი ცხოვრობდა, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g