LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე-19 საუკუნეში ბევრად მეტი ხოშტარია და ზურაბიშვილი ცხოვრობდა, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ – ირაკლი კობახიძე

314
Untitled design (5)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტულად ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა“.

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო

აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე, გუშინ, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც ადამიანებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილისთვის შეკრება გააპროტესტეს.

„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი

„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებას მიხედოს, ეს ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა, გავიხსენო. ქორწილთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას, ეს არის რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს. მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი ინ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს.

მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო.

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით, მას პირდაპირ ბანერი უდევს ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს საკუთარ „ფეისბუკზე“, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება.

ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

„მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა” – ხოშტარიას გზავნილი იზოლატორიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g