LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა” – ხოშტარიას გზავნილი იზოლატორიდან

4900
BeFunky-collage - 2023-05-21T005907.552

მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა, – „დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას გზავნილს პარტია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

„1. ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე.

2. ყველა პოლიციელი, ვინც ძალადობდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებთან, არის მოძალადე და არღვევს კონსტიტუციას.

3. ყველა პოლიციელი, ვინც ადვოკატს არ უშვებს დაკავებულებთან არღვევს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ შევეწინააღმდეგე მათ. ასე იქნება ყოველთვის, როცა აქტივისტებზე იძალადებენ.

4. მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა”, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია დღეს თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყვარელში დაკავებულებისთვის, ადვოკატის უფლებას ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g