LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის

240
Untitled design (37)

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი. ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.

„ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს.. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს“ – პრეზიდენტი

„საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია.

თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს სჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“ 

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – მსვლელობის პარალელურად, პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g