LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – მსვლელობის პარალელურად, პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

301
Untitled design (35)

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აღლუმის პარალელურად რუსთაველის გამზირზე იმართება მსვლელობა, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროპას”.

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას – აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავათ ხელში, მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტთან შეჩერდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ისინი სკანდირებდნენ: „საქართველო!”

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.

პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების მიზეზები პოლიციამ ჟურნალისტებთან არ განმარტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაკავებული ადამიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას“.

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს  

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

 

 

ფოტო:„ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g