LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ბურთი გაიბზარა: France Football ფიფას დაშორდა

94

France Football-მა ფიფასთან „ოქროს ბურთის“ გადაცემაზე პარტნიორობა შეწყვიტა.
ფრანგული გამოცემა იმედგაცრუებულია ფორმატით, რომელმაც ექვსი წელი გაძლო.
ახლა ტროფეი ახალი პირობებით გაიცემა, რასაც France Football სამშაბათს გაახმოვანებს.

„ოქროს ბურთი“ France Football-მ 1956 წელს დააწესა როგორც ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი სპორტული ჟურნალისტების ჯგუფის აზრით. 2010 წელს ფიფამ და France Football-მა „ოქროს ბურთისა“ და „ფიფას წლის ფეხბურთელის“ ჯილდოების შეერთების შესახებ გამოაცხადეს (ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების გამოკითხვით ირკვეოდა).

შეიქმნა ახალი ჯილდო „ფიფას ოქროს ბურთი“ კალენდარული წლის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის. მისი მფლობელი განისაზღვრებოდა მწვრთნელების და კაპიტნების, ასევე ჟურნალისტების ხმის მიცემით.

2010 წლიდან მოყოლებული „ოქროს ბურთს“ მარტო კრიშტიანო რონალდო (ორჯერ) და ლეო მესი (ოთხჯერ) იღებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები