ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალა.
საგულისხმოა, რომ ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, რის გამოც 2 დღის წინ ის დააკავეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა რეაგირება ექნება ამაზე პოლიციას.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ.
აქციის მსვლელობასთან ერთად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
დაკავებული იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გასულ ღამეს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს – შსს
„მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“ – NGO-ების განცხადება