გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში მოხვდა. აღნიშნულის შესახებ პიანისტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, პროგრამა დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას გულისხმობს.
„დიახ დიახ დიახ დიახ დიახ!!!
BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში ვარ ოფიციალურად, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიც არიან BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra”, – წერს გიორგი გიგაშვილი.
„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა