LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღემდე ვნანობ, რომ განქორწინება არა ჩემი, არამედ მისი ინიციატივით მოხდა და თან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩემი დაგვიანებული ნაბიჯის გამო შეურაცხყოფილმა დავიწყე ცხოვრება თავიდან“ – ემა ტუხიაშვილი პირად ცხოვრებაზე

397
fot

ტელეწამყვანმა ემა ტუხიაშვილმა პირადი ცხოვრების შესახებ „სარკესთან“ ისაუბრა.

ცნობილმა წამყვანმა მეუღლესთან 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ახალი ცხოვრება დაიწყო.

როგორც ემა ჰყვება, ის ნანობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მანამდე არ მიიღო.

– რამდენიმე წელია, რაც შვილების მამას ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდით. ამ გადმოსახედიდან როგორ თვლით, რას აქვს მნიშვნელობა ოჯახის შესანარჩუნებლად?

– საკმაოდ დიდი ხანი, 20 წელზე მეტ ხანს ვიცხოვრეთ ერთად. თავიდანვე, პირველივე წლებში ხვდები, შეძლებ თუ არა ამ ადამიანთან ხანგრძლივ თანაცხოვრებას. უნდა ვაღიარო, რომ პირველივე წლებში ვხვდებოდი, ჩემი და მისი ინტერესები ცხოვრების მიმართ რადიკალურად სხვადასხვა რომ იყო, ეს იქნებოდა ბავშვების გაზრდა, კარიერაზე ფიქრი თუ სხვა რამ. ინტერესების აბსოლუტური აცდენა გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ იცი, ოჯახის დანგრევა რა გავლენას იქონიებს შენს შვილზე, ძალიან ბევრ რამეზე უკან იხევ. ყველაფერს უწევ ანგარიშს, სანამ საბოლოო ჯაჭვს არ ჩაწყვეტ.

დღემდე დიდი წყენა და გულისტკივილი მაქვს არა მხოლოდ ყოველდღიური კონფლიქტების გამო, არამედ მერე რაც მოხდა. მეუღლეები შეიძლება გაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ დედობა და მამობა არ უნდა იკარგებოდეს და ეს პასუხისმგებლობა უნდა გრძელდებოდეს. ახლა ვთვლი, რომ ყოველთვის ჯობს, დროზე მიიღო გადაწყვეტილება და დაამთავრო ურთიერთობა.

– თვლით, რომ დაგაგვიანდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ძალიან დამაგვიანდა. მეტიც, დღემდე ვნანობ, რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ მისი ინიციატივით მოხდა და თან ძალიან ცუდი ფორმებით. მე და ჩემი შვილები იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით იმ სახლიდან, სადაც ვცხოვრობდით. სახლზე, სადაც 20 წელზე მეტია ცხოვრობ, არანაკლები ამაგი გაქვს, ვიდრე მანამდე იქ მცხოვრებლებს. ამ ჩემი დაგვიანებული ნაბიჯის გამო შეურაცხყოფილმა დავიწყე ცხოვრება თავიდან.

წასასვლელიც არ მქონდა. არადა მისი მხრიდან იყო მკაცრი მოთხოვნა განქორწინებაზე და თან პანდემიის პერიოდში, ლოქდაუნის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მანამდეც იყო, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი და მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მეც მქონდა ამ სახლში წვლილი, ვითხოვე, გაგვეყიდა და გაგვეყო, მაგრამ მოითხოვა განქორწინება და ჩანიშნა ჩვენი ვიზიტი იუსტიციის სახლში.

არ ვიცი, რა იფიქრა, განქორწინების შემდეგ ისევ იმ სახლში დავრჩებოდი თუ რა, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და გავაწერეთ ხელი.

– მამობაზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა გრძელდებოდესო, თქვით… ამ პასუხისმგებლობაზე უარი თქვა თქვენი შვილების მამამ?

– იუსტიციის სახლში ვინც გვემსახურებოდა, რომ ჩახედა ჩვენს საბუთებს და დაინახა, რომ გვყავდა არასრულწლოვანი შვილიც, მკითხა, ვაკისრებდი თუ არა ფინანსურ პასუხისმგებლობას არასრულწლოვან შვილზე. მე კი ვუთხარი, არა-მეთქი. როგორ შეიძლება, მშობელი აიძულო, იზრუნოს საკუთარ შვილებზე? ჩამოვაცილე პასუხისმგებლობა ჩემი ნებით და მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

დავიქირავე ბინა და ერთი კვირის განმავლობაში გადაგვქონდა ჩვენი ნივთები. ჩვენ მარტო არ ვცხოვრობდით – დედამთილი, მამამთილი… მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, სად მივდიოდით. არც იცოდნენ, სად მივდიოდით. იქნებ ცუდი დედა ვარ და ცუდ პირობებში მიმყავდა ბავშვები, არ უნდა დაინტერესებულიყვნენ? ჩვენ კი გადმოვედით და დავიწყეთ ცხოვრება თავიდან.

– მესამე ჩადგა თქვენ შორის?

– რა თქმა უნდა, იყო ვიღაც მესამე. როცა ვმესიჯობდით მე და ჩემი ქმარი განქორწინებაზე, იქიდან მომდიოდა ისეთი პასუხები, რომლებიც მისი დაწერილი აშკარად არ იყო. ამის შესახებ ვუთხარი, როდესაც შერიგებას მთხოვდა.

ვრცლად სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g