LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ემა ტუხიაშვილის პერფორმანსი – როგორ „დაურეკა“ კეზერაშვილმა „პალიტრანიუსის“ წამყვანს პირდაპირ ეთერში

324
Untitled design (1)

27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებას, თითქოს დავით კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს, „პალიტრანიუსის“ გადაცემის, „360 გრადუსის“ წამყვანი ემა ტუხიაშვილი პირდაპირ ეთერში ერთგვარი პერფორმანსით გამოეხმაურა.

„აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“ – „პალიტრა მედია“ განცხადებას ავრცელებს

გადაცემის მოდელირებულ ნაწილში ემა ტუხიაშვილს „ურეკავს“ დავით კეზერაშვილი და ისინი „თამნხმდებიან“, რამდენჯერ უნდა ახსენონ გადაცემაში სიტყვები „მოღალატე“ და „პრორუსი“. პერფორმანსის დროს წამყვანი აღნიშნავს, რომ „კეზერაშვილი ყველა კაპიკზე ვაჭრობს“.

„დიახ ბატონო დავით, დიახ, როგორც შევთანხმდით, რა თქმა უნდა, „მოღალატე“ 15-ჯერ, „პრორუსი“ 20-ჯერ.

არა, არა, ჩვენ შეთანხმებულები ვართ სხვა ნორმაზე და ეს ნორმას სცილდება, ბატონო დავით, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

მე ხარჯთაღრიცხვას გამოვატან დიმა ჩიქოვანს, გარკვეული დოკუმენტები მან მოგიტანათ, არა, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაჯდება – 15-ჯერ „მოღალატე“, „პრორუსი“ 20-ჯერ. ხომ გესმით, ინფლაციაა, ყველაფერი ძვირდება, ცხოვრება გაძვირდა, ბატონო დავით, ჩვენს საქმეში „სეილები“, ჩემზე უკეთ იცით, არ მოსულა, კი ბატონო მოვილაპარაკეთ“, – ამბობს ემა ტუხიაშვილი პერფორმანსის დროს და სტუმარს მიმართავს: „ბოდიში, კეზერა მირეკავდა, შემაწუხა ყველა კაპიკზე გვევაჭრება“.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა და აბსურდია, როგორც ის ცილისწამება, რომ დავით კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს:

„მინდა ვუთხრა ტროლებს, ბოტებს და, რა თქმა უნდა, მათ დამკვეთებს, რომ ფანტაზია ღალატობთ, იმიტომ, რომ მე ვიყავი ის ჟურნალისტი წლების წინ, ვინც ჯერ კიდევ მაშინ ამხელდა კეზერაშვილს იმ ხელისუფლებასთან კორუფციულ სქემებში, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი გავლენები და ძალაუფლება ჰქონდა. ასე რომ, მე რომ ვიყო ტროლების და ბოტების დამკვეთების ადგილას, აი ამ უხარისხო, აბსურდული და უსაფუძვლო „ფეიკის“ გამო, უბრალოდ სამსახურიდან დაგითხოვდით ყველას“, – განაცხადა ემა ტუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთ-ერთ ვებ-პორტალზე განთავსდა სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. სტატიას განცხადებით გამოეხმაურა „პალიტრა მედია“.

„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“, – აღნიშნულია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები