ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი გადაცემა „პრაიმშოუს” თანაწამყვანები არიან.
გადაცემის ეთერში ნანუკამ, მისი და ჰალილი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ძალიან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
„ძალიან არასწორი ინფორმაცია და ჭორები ვრცელდება ჩემი და ჰალილის მეგობრობაზე… თავად ჰალილმა იცის, რომ დაოჯახებული ვარ და ძალიან დიდი სიფრთხილით უდგება ამ საკითხს. ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები”, – საუბრობს ნანუკა.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა და ჰალილი ცნობილ თურქულ სერიალში „სხვისი შვილი” მთავარ როლებში არიან და საზოგადოებას სერიალში მათი წყვილი ძალიან უყვარს.
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის თურქულ ნამღერზე ანრი ჯოხაძე და სალომე ღვინიაშვილი ცეკვავენ
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქულ სიმღერას მღერის
ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია – თურქული სერიალის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია