LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ

159
კახოვკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ“.

მათივე ცნობით, დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც სამხედრო ქვედანაყოფები არიან განლაგებული.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებში რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, ხალხს, რომლებიც დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირდნენ, პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

 

Оперативна інформація станом на 18.00 08.06.2023 щодо російського вторгнення

Слава Україні! Триває чотириста сімдесята…

Posted by Генеральний штаб ЗСУ / General Staff of the Armed Forces of Ukraine on Thursday, 8 June 2023

 

 

 

mazda magti 5g