კრიშტიანო რონალდომ მადრიდში მინერალური წყლის Ursu-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.
ბრენდს მაგარი რეკლამა აქვს, ალბათ წყალიც არ არის ურიგო, მაგრამ ეს წმინდა წყლის მარკეტინგია – ამ მინერალურ წყალს დიდი ხანია ყიდის ესპანური Aguas Minerales de Ávila – ახლა უკვე რონალდოსთან პარტნიორობით ახალი ბოთლებითა და ახალი სახელით გაიყიდება.
ეს ბიზნესი რონალდოსთვის უკვე მეხუთეა კომპანია CR7-ის ეგიდით. კრიშტიანოს პროექტებშია – მზის დამცავი სათვალეების, ქვედა საცვლების, ფეხსაცმლებისა და სახელობითო პარფიუმის ბიზნესები.
წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია. მინწყლის პრეზენტაციაზე რონალდომ განაცხადა, რომ აპირებს საფეხბურთო კლუბი შეიძინოს.