გარდენია შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე ფოტოს გვიზიარებს, რომელიც ისეთ ადგილასაა გადაღებული, რომელიც ადამიანების უდიერი საქციელის გამო, ბუნება დანაგვიანებულია.
„პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით“. – წერს ზურა შევარდნაძე და დასძენს:
„რა დავმართეთ ჩვენს პატარა მოგვირისტებულ ქვეყანას, როგორ გავავსეთ ნაგვით და როგორ ვერ ვუვლით .
ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია, ჩვენი დაყრილია და ჩვენვე უნდა დავალაგოთ!
მადლობა თითოეულს ვინც ცდილობს, გამოიჩინოს ინიციატივა შეკრიბოს მოხალისეები,ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე და ამ სამარცხვინო საქმის მოგვარებაზე .
ხვალ კომპანია Gulf Georgia დიდი დალაგების აქციას იწყებს ნორიოში. ჩემი დიდი მხარდაჭერა
და სრული ერთგულება თქვენ“. – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.