დღეს რუსთავი 2-ზე ღამის პრაიმ ტაიმში ნინო ჩხეიძის სადაბადებისდღეო კონცერტს ვიხილავთ.
ნინომ 12 ჰიტი შეასრულა საკუთარი რეპერტუარიდან.
მან შემოგვთავაზა დუეტები პაატა გულიაშვილთან და გია სურამელაშვილთან, ასევე თანაწამყვან გიორგი ნაზღაიძესთან და ზუკა ხუციშვილთან. ზუკასთან ერთად ნინომ გიო ხუციშვილის რეპერტუარიდან „ნუ ფრთხიალებ, ჩემო ჩიტო“ გააცოცხლა.
ნინო თავისი მდიდრული გარდერობით შოუბიზნესში ცნობილია.
მან თავის დაბადების დღეზე მაყურებელს განსაკუთრებული კაბების კოლექცია შესთავაზა და სულ 7 კაბა შემოგვთავაზა.