LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური არახამიაზე: მისი ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს

160
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„არახამია უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს, მისი ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, საქართველოს და მის ხელისუფლებას არაფერი სჭირს“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსული აქტივები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გაყინული, უკრაინის აღდგენას მოხმარდება და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა.

ალუდა ღუდუშაური დავით არახამიას ურჩევს, სათქმელი ქართულ ენაზე უთხრას საქართველოს.

პრემიერი: ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?! მას არავინ არ ეკითხება, როგორ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს და პოლიტიკას – მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს

ამასთან, უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებით საქართველოს მთავრობის პოზიცია მკაფიოა. ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველო დგას უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით.

„არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, დიდი ისტორიის მქონე და არახამია, სანამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მტკიცებით ფორმაში ჭკუას დაგვარიგებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად.

ზარქუა არახამიაზე: თქვენ გგონიათ, ქართველებისთვის იბრძვის?! ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?!

ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის სახელმწიფოსთან და უკრაინელ ხალხთან ერთად, ვუსურვებთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას, უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებთ და დროულ სტაბილურ მშვიდობას, როგორიც არის უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს ერთობაში და მათ ინტერესებში.

თუმცა, არახამია არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები, სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის ცნობილია და მისი ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს,“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

არახამია: უკრაინას სურს, თავის ქართველ ძმებთან ერთად EU-ში გაწევრიანება, მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები