LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად რეგიონში, თბილისი „Impact in the Neighborhood“-ს უმასპინძლებს

415
csrdg (1)

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გავლენის ფონდი “აქციო” და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ევროკომისიის მხარდაჭერით, 28-29 ივნისს, პირველად საქართველოში, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბურ საერთაშორისკონფერენციას მართავს.

კონფერენცია „Impact in the Neighborhood. Catalyzing change through investments and policy” შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების (social impact investing) მიდგომის პოპულარიზაციით.

ინვესტიცია გავლენისათვის (impact investing) მიდგომა გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების გრძელვადიან და საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, რომელთა მიზანიც, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების შექმნა, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღებაა.

ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ფინანსური სისტემების ცვლილებებზე, სოციალური ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების გზებზე სადისკუსიოდ და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.

მონაწილეები

კონფერენციას დაესწრება 200-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს 30+ ქვეყნიდან,  მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან.

სტუმრები არიან კორპორაციული სოციალური ინვესტორები (მაგ. კორპორაციული ფონდები, გავლენის ფონდები, გავლენის აქსელერატორები, სოციალური ბიზნესები), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროფესიონალები, ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანტროპიითა და სოციალური ინვესტირების თემებით დაინტერესებული პირები.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე ფინანსური და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მშენებლობაში, მათ შორის, კონფლიქტურ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. ისინი ასევე წარმოადგენენ საუკეთესო პრაქტიკასა და ცოდნას 30+ ქვეყნიდან, მათ შორის ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, უკრაინა, პალესტინა, ალჟირი,

ტუნისი, ლიბანი, ეგვიპტე, კენია, სერბეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვა.

სადისკუსიო თემებია:

  • როგორ ავაშენოთ გავლენის მქონე ეკოსისტემა (impact ecosystem) ნულიდან;
  • როგორ შევქმნათ სოციალური გავლენის ფონდები და მივცეთ ფინანსებზე წვდომა სოციალური მიზნის მქონე ბიზნესებს – თუნდაც მცირე რესურსების პირობებში;
  • როგორ შევქმნათ გრძელვადიანი კერძო-საჯარო პარტნიორობა კორპორაციებთან, ბანკებთან, მუნიციპალიტეტებთან ან სახელმწიფო ორგანოებთან;
  • პოლიტიკის ჩარჩო მიდგომები სოციალური გავლენის მქონე მეწარმეობის მეტად ხელშესაწყობად;
  • განსხვავებები ტრადიციულ და გავლენის მქონე ინვესტიციებს შორის;
  • გავლენაზე ორიენტირებული ფინანსები სოციალური მეწარმეებისთვის: რას ნიშნავს, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა უნდა გაკეთდეს ახალი საბაზრო რეალობის შესაბამისად?

პროგრამის, სპიკერებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

პროექტის შესახებ

კონფერენცია ხორციელდება ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის – სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. კონფერენციის მასპინძელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და გავლენის პირველი ფონდი „აქციო“. პროექტის პარტნიორები ასევე არიან: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

კონფერენციის მედია პარტნიორები:

BMG, ბიზნესპარტნიორი, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო იმედი, რადიო ფორტუნა, რადიო კომერსანტი, BPN.GE.

magti 5g