LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ეროვნული ჩარჩოს“ პრეზენტაცია გაიმართება

174
370226037_1343689002957473_2474255028191451013_n

13 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, „საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ეროვნული ჩარჩოს“ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული დოკუმენტი სარეკომენდაციო ფორმატისაა და საქართველოს  მთავრობას გადაეცემა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის  ფონდის (KAS) მხარდაჭერით ჩატარდება. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია  “Teleperformance”.
ღონისძიებას დაესწრება 120-მდე სტუმარი – კომპანიების, ბიზნესასოციაციების,  საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებებისა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დოკუმენტის პრეზენტაციასთან ერთად  გაიმართება მსჯელობა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების,
სახელმწიფო დონეზე მისი მხარდაჭერის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით  განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ.

„საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული კომპანიების საქმიანობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და ამ მხრივ,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და მდგრადობა.
შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო  დონეზე დიდ მნიშვნელობას იძენს“ – აცხადებს CSRDG-ის კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ლელა ხოფერია.

2022 წელს, CSRDG-ის ინიციატივით დაფუძნდა „CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი“,  რომელიც აერთიანებს 40-მდე ორგანიზაციას სამოქალაქო, ბიზნეს და სამთავრობო  სექტორიდან. მისი მისიაა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და  მდგრადობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის წარმართვა და  პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა  ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის მიზნით.

СSR-ის ეროვნული ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა  ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჯგუფი „საქართველოს CSR-ის დაინტერესებულ  მხარეთა ფორუმთან“ აქტიური თანამშრომლობითა და კონსულტაციებით.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა, 2004 წლიდან, CSRDG-ის  ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

ორგანიზაციის ძირითად მიღწევებს შორისაა:
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora-ს და საქართველოს პრო ბონო ქსელის დაფუძნება; ვებპორტალის – CSR Hub – შექმნა;
კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე არაერთი პუბლიკაციის, კვლევის, ტრენინგისა და კონფერენციის მომზადება და სხვა.

ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით  შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა  და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI),  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი შეიქმნა 1995 წელს და  სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც  თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთი – ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება, რომლის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა,  ასევე სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობის განვითარება.

პოპულარულები