„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფალია.
მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მედიასთან კომენტარს აკეთებს.
„გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი. სალომე ზურაბიშვილმა ეს გააკეთა ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ეს მას ღირსებას მატებს. გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დღეს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში და მას ამის გამო ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას