LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გვარამიას შეწყალების შემდეგ „მთავარი არხის” წამყვანებმა დიკო ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა ემოციები ვერ შეიკავეს

6857
BeFunky-collage - 2023-06-22T222835.021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

„მთავარი არხის” წამყვანებმა დიკო ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა პირდაპირ ეთერში ამ ამბის გამოცხადების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავეს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

დიკო ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილის ემოციები, როცა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გაიგეს

დიკო ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილის ემოციები, როცა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გაიგეს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, 22 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები