LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

632
BeFunky-collage - 2023-06-22T221850.983

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

მომხდარს სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი გამოხმაურებები მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:

„მადლობა პრეზიდენტო!”, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ტყუპჩიკების დაბადების შემდეგ, ასე არაფერი გამხარებია”, – წერს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა.

„ნიკა გვარამია თავისუფალია…წინ გამარჯვებისკენ”, – წერს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„ნიკა გვარამია თავისუფალია. აწი, აღარაფერი შემაშინებს!”, – წერს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.

„თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს – ამ სეზონზე შვებულებაში ვერ გახვალთ”, – წერს ჟურნალისტი ბექა ყორშია.

გვარამიას შეწყალებას ასევე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „სირცხვილია” და აღნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილმა წერტილი დაუსვა დიდ უსამართლობას ნიკა გვარამიას მიმართ და ამით 1 ნაბიჯი გადმოდგა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ.

ვულოცავთ ნიკას, მის ოჯახს, მთავარ არხს და ყველა გულშემატკივარს! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ვერავინ აღუდგება ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპისა და დასავლური კულტურის ნაწილი”, – წერს მოძრაობა „სირცხვილია”.

სოციალურ ქსელში გამოხმაურებას აქვეყნებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც.

„ყოჩაღ პრეზიდენტს!

ნამდვილად გაბედული გადაწყვეტილებაა და სასარგებლო ევროინტრეგაციის გზაზე.

გვარამიას ბევრ რამეში ვეთანხმებოდი და ბევრჯერაც გვიჩხუბია, მაგრამ ციხეში ის ნამდვილად უსამართლოდ იჯდა.

ზურაბიშვილსაც ძალიან ცუდად მოექცა ნიკა თავის დროზე და გადალახა ყველანაირი ეთიკის საზღვარი მის მიმართ და იმედია ახლა მაინც მოუხდის ბოდიშს, ქალბატონ სალომეს,

ახლა პრეზიდენტი იქნება დასაცავი! საოცარი აგრესია წამოვა ხელისუფლებისგან და მართული ჯგუფებისგან”, – წერს მერაბ მეტრეველი.

„ეს ერთხელ უკვე იყო…წავედი რუსთავში, დღესაც ჩავეხუტები ჩემ გაუტეხელ ბიჭს”, – წერს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე. 

გვარამიას შეწყალებას ასევე ეხმაურება პარტია „გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია  და აღნიშნავს, რომ ნიკასთან დისკუსია მისთვის საინტერესოა.

„ვუ­ლო­ცავ ნიკა გვა­რა­მი­ას “სვა­ბო­დას”. მგო­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, თუ ნიკა გვა­რა­მია რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით ცი­ხე­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს და არ გა­აგ­რძე­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ბლო­კი­რე­ბას სკა­უ­თარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მე ზო­გა­დად ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს გვა­რა­მი­ას­თან დის­კუ­სია. მად­ლო­ბას ვუხ­დით პრე­ზი­დენტს” – აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ „ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში.

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა, რაც უდავოდ მისასალმებელია”, – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

„გააჩინა როგორც იქნა. საქართველოს მთავრობა – ძაან გინდათ ხო სტატუსი?
პ.ს. მიშაც პოლიტპატიმარია, რა აზრისაც არ უნდა ვიყო მასზე.
პ.პ.ს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინას გადაწყვეტილებაა”, – წერს „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„welcome back”, – წერს გიგი უგულავა.

„ნიკა გვარამია თავისუფალია! ახლა მთავარია, ყველამ ერთად, საქართველო გავათავისუფლოთ “ქართული ოცნების” ტყვეობისგან!”, – წერს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები