The Rolling Stone star-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა წითელ ხალიჩაზე 44 წლით უმცროსი შეყვარებული გამოაჩინა. წყვილი ნიუ-იორკში, ბალეტს დაესწრო. 79 წლის მიკი საოცრად ბედნიერად და ხალისიანად გამოიყურებოდა, საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და დროდადრო მას ეფლირტავებოდა კიდეც.
ამ დღეს ლეგენდარული როკ-მომღერლის რჩეული, მელანი ჰემრიკი „დოლჩე და გაბანას“ წითელ კაბაში ბრწყინავდა. თავად მიკი კი კოპლებიან პერანგსა და მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ცნობისთვის, წყვილი 6 წლის ვაჟს ზრდის.
79 წლის მიკ ჯაგერი 44 წლის უმცროს შეყვარებულთან და 6 წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად გადაიღეს