LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინი VS გაზი: რის ხარჯზე ზის ნახევარი საქართველო მოძრავ ნაღმზე

32

ბენზინის მაღალი ფასის გამო, ავტომობილის მფლობელთა დიდმა ნაწილმა მანქანა „გაზზე გადაიყვანა“.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა ეკონომიას აკეთებენ გაზზე გადაყვანილი ავტომობილის მძღოლები და რის ხარჯზე.

„როცა ბენზინი 2.20 იყო და ბევრად ნაკლები, მაშინ შეღავათი დიდი იყო. ახლა გაზის ფასი აწეულია.  

როცა მაგალითად, 30 ლარის ბენზინი გჭირდება – იქ გაზი 25 ლარის გინდა. ეკონომია შთაბეჭდავი არ არის. თუმცა, როდესაც ყოველდღე მოძრაობ 5 ლარიც ფულია“, – ამბობს ჩვენთან ერთ–ერთი მძღოლი.

გარდა იმისა, რომ ეკონომიურია ის გაზზე გადაყვანილი მანქანის სხვა პლიუსებს ვერ ასახელებს, ხოლო მინუსებს უამრავს:

„გაზს როცა ტენი, თუ რამდენიმე დღე არ იმოძრავე, ის ჯდება და იმდენს ვეღარ დადიხარ. ასევე, გაზი ძრავს აფუჭებს, რადგან ის მშრალ მუშაობაზეა. ამასთან საქართველოში საკმაოდ უხარისხო სერვისია. ხშირად აპარებს შლანგები და კლაპანი. მე პირადად, თვეში რამდენჯერმე საკუთარი ხერხებით ვამოწმებ, აქვს თუ არა გაზს პრობლემა“, – ამბობს ერთ–ერთი მძღოლი.

   

გაზი

 

ბენზინი

უკეთესი გაწევა  
  •  
ძარის ნაკლები ცვეთა  
ეკონომიურობა
შედარებით მეტი უსაფრთოხება  
ეკოლოგიურობა  

 

ავტომობილების ექსპერტი კარენ ჩახმახჩიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის მძღოლები, რომლებსაც ავტომობილი გადაჰყავთ გაზზე, რეალურად ეკონომიას ვერ აკეთებენ.

„თითქმის 50%–იან ეკონომიას იძლევა გაზზე გადაყვანილი მანქანები. თუმცა, შემდეგ ამ დანაზოგზე ბევრად მეტია საჭირო პროფილაქტიკაში, გაზის ბალონისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. ამიტომ რეალური ეკონომია არ გამოდის. მცირელიტრაჟიან იაპონურ მანქანებზე რატომ აყენებენ საერთოდ გაზის ბალონებს გაუგებარია, ისედაც ცოტას წვავს და გამოდის რომ მოძრავ ნაღმზე ჯდები მიზეზის გარეშე“, – განაცხადა ჩვენთან ამ სფეროს ექსპერტმა.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემები არ ეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც ქარხნულად გაზზე მუშაობენ. 

„არის მანქანები, რომლებიც პირდაპირ გაზზე მუშაობს. ამ შემთხვევაში გაზის ბალონი სალონში არ არის ჩაყენებული და რაიმე გაუთვალისწინებელის დროს, მძღოლსა და მგზავრებს გადარჩენის შანსი აქვს, რაც გამორიცხულია თვითნებურად ან თუნდაც ცენტრის მიერ გაზზე გადაყვანილი მანქანის შემთხვევაში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ასე რომ, თუ თქვენი ავტომობილის გაზზე გადაყვანას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რის ხარჯზე აკეთებთ ეკონომიას  – საკუთარი უსაფრთხოების?

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები