LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

145
BeFunky-collage - 2023-06-27T233930.308

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”  და „მედიის ადვოკატირების კოალიცია” „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურებიან და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

„ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი და დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ.

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ”, – აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

magti 5g