LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 2 500 – 2 500 ლარით დააჯარიმა

420
ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 – 2 500 ლარი დააკისრა.

ადვოკატის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, მისთვის, გაუგებარია, თუ რას ეფუძნება მოსამართლის გადაწყვეტილება.

„მოსამართლემ დადგენილება გამოაცხადა, რის მიხედვითაც, 2 500-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, როგორც ნიკა მოსიაშვილს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს. ეს დადგენილება ჩვენს მიერ აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან გაუგებარია, რას ეფუძნება.

ჩვენ ვიდეომტკიცებულებები წარვადგინეთ, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მათ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.

მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ პოლიციელები, რომლებმაც ჩვენება მისცეს, ცრუ მოწმეები, მათ სასამართლოში ტყუილი თქვეს, რეალურად, ეს პოლიციელები იქ არ ყოფილან“. – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს.

მას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g