LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

170
ცუგები

პარ­ლა­მენ­ტმა სა­მი­ მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის თანახმადაც, ძაღ­ლის ღია სივ­რცე­ში, მათ შო­რის ბულ­ვარ­ში, პარ­კებ­სა და სკვე­რებ­ში სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

ბითაძის თქმით, ამავე კანონპროექტით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები ჩლიქოსანი შინაური ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ძაღ­ლის სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ქა­ლა­ქის ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში ყოლა (გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი­სა), გაფრ­თხი­ლე­ბის ან 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით (ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა).

ძაღლების გასამრავლებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო – მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის თანახმად, თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით წვრილ­ფე­ხა და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 20 ლა­რი­სა.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ბულ­ვარ­ში, პარკში, სკვერ­ში ან პლაჟ­ზე წვრილ­ფე­ხა ან/და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად არ­სე­ბუ­ლი 50 ლა­რი­სა.

წალკაში იარაღით მოკლული მიუსაფარი ძაღლის საქმეზე ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

mazda magti 5g